28 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
ვინ გეგმავს დესტაბილიზაციას და როგორი იქნება არჩევნების მე-2 დღე - შესაძლო დესტრუქციის რისკებზე ურთიერთბრალდებები გრძელდება

ვინ ქმნის დესტრუქციის რისკებს და ვინ იქნება პასუხისმგებელი იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შემდეგ ქუჩაში ხმაურიანი პროცესები დაიწყება - ამ თემის ირგვლივ პოლიტიკური ბრალდებები დღესაც ისმოდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ პროცესის ხელოვნურად დაძაბვის და ქუჩაში გადატანის მცდელობას, უკომპრომისო ნაბიჯები მოჰყვება ოპოზიცია პასუხობს.

პარტიების ლიდერებს საწინააღმდეგო ბრალდებები აქვთ - კერძოდ, "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ თუ მმართველი გუნდი 43%-ზე მეტს ვერ აიღებს და არც ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს, დესტრუქციის საბაბი სწორედ ეს იქნება.

მმართველი გუნდის მოლოდინი ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებებია, ხოლო ოპოზიციაში აცხადბენ, რომ დაანონსებული დესტრუქციის შემქმნელები თავად მმართველი გუნდის წევრები იქნებიან. 

გაერთიანებული ოპოზიციის ერთადერთი გეგმა, მათი თქმით, არჩევნებში გამარჯვება და ქვეყანაში მშვიდობის დამყარებაა. 

დღის ამბები