28 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
5 განაჩენი და 6 მიმდინარე საქმე - რა კადრებს ინახავს "კასრებიდან" ამოღებული ფირი და როდის განახლდება პროცესები მეგის ქარდავას წინააღმდეგ

5 განაჩენი და 6 მიმდინარე საქმე, რომელზეც სასამართლო განხილვა უშუალოდ ბრალდებულის თანდასწრებით უნდა განახლდეს - მეგის ქარდავა რუსთავის ციხეშია და ადვოკატთან კონსულტაციას ელოდება.

სამხედრო პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს მისი დამცველი ორშაბათს მოინახულებს. შეთანხმდება სტრატეგია, თუ როდის გასაჩივრდება დამდგარი განაჩენები და როგორ ეცდება თავის გამართლებას ქარდავა დარჩენილ 6 ბრალდებასთან დაკავშირებით. რაც ამ დროისთვის უკვე ცნობილია არის ის, რომ ქარდავა არცერთ ბრალდებას არ ეთანხმება და დანაშაულის აღიარებას არც მომავალში განიხილავს.  

პროკურორი "კურიერს" ე.წ. კასრების საქმეზე მეგის ქარდავას ბრალდების ეპიზოდს უყვება. მისი მტკიცებით, 2 პირის წამება ასახულია ზუგდიდში დამარხული კასრებიდან ამოღებულ ერთ-ერთ ფირზე. საქართველოში ექსტრადირებულ ქარდავას ყველაზე მაღალი - 9 წლიანი სასჯელი ამ საქმეზე აქვს მისჯილი.

კიდევ ერთი მძიმე ბრალდება, რომელზეც მეგის ქარდავას ასევე 9 წელი მიესაჯა, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებით გარდაცვალების საქმეა. ჯარჯი წიკლაური ამბობს, რომ სერგო თეთრაძე არჩადენილი დანაშაულის აღიარების მოთხოვნით, სასტიკი მეთოდებით 10 წლის წინ, მეგის ქარდავას ორგანიზებით აწამეს.

კასრებისა და თეთრაძის საქმის გარდა, მეგის ქარდავას მიმართ, კიდევ 3 გამამტყუნებელი განაჩენია, ნავთლუღის სპეცოპერაციის, ციხის ბუნტისა და ბელა როგავას მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეებზე საქართველოში ექსტრადირებული ყოფილი მაღალჩინოსანი ხუთივე განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრებას გეგმავს. 

 

დღის ამბები