28 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
ძალიან საეჭვოდ ემთხვევა სააკაშვილის ინტერესები გახარიას ინტერესებს - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და მას სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებას უწოდებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, ყველა ადამიანი, ვინც მასში ჩართული იყო, შესაბამისად დაისჯება.

"ეს არის შეთქმულება სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ. აქ ძალიან საეჭვოდ ემთხვევა   სააკაშვილის ინტერესები მათ შორის გახარიას ინტერესებს და ყველა იმ ოპოზიციის ინტერესებს, რომლებიც ასე ერთხმად, ერთ ტონალობაში გამოდიან და სახელმწიფოს წინააღმდეგ აკეთებენ განცხადებებს. მეორე, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება გარკვევა, შესწავლა და ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი, მაგრამ აქვე მინდა გავიმეორე, რომ ყველა ეს პირი, ვინც ამ დიდ ბინძურ პროვოკაციაში იყო ჩართული, ყველა გარანტირებულად ვამბობს, რომ დაისჯება. არავის არ ეგონა, რომ მეგის ქარდავა წარსდგებოდა მართლმსაჯულების წინაშე, მაგრამ მოვიდა დღე და მეგის ქარდავა ჩამოვიდა. ასევე დაისჯება ყველა ის ადამიანი, რომელიც პროცესში არის ჩართული,“ - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები