28 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
მეგის ქარდავას რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შეასახლებენ, ექსტრადირების პროცესმა ჩაიარა გართულებების გარეშე - სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი

თვითმფრინავი, რომლითაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი თბილისში ჩამოიყვანეს, აეროპორტში 1 საათის წინ დაეშვა. ადგილზე კომენტარი პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გააკეთა.

იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსის, ნიკა ცხვარაშვილის განცხადებით, ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იქნება შესახლებული. ასევე, მისი თქმით, წარიმართება კანონმდებლობით დადგენილი სხვა პროცესები.

"იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განახორციელა მეგის ქარდავას ექსტრადირება უკრაინის სახელმწიფოდან. ექსტრადირების პროცესმა ჩაიარა დადგენილი წესებით გართულებების გარეშე. ამჟამად მეგის ქარდავა შესახლებული იქნება ნომერ მე-12, რუსთავის დაწესებულებაში და წარიმართება სხვა პროცესები, რაც არის დადგენილი კანონმდებლობით," - აცხადებს ნიკა ცხვარაშვილი.

ცნობისთვის, 8 წლიანი ძებნის შემდეგ, მეგის ქარდავა საქართველოს გადმოეცა. ქარდავა საქართველოში კიევი-თბილისის რეისით უკვე ჩამოიყვანეს. ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადირების საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინის სასამართლომ 13 სექტემბერს მიიღო.

დღის ამბები