28 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
შეიძლება დროში დაყოვნდეს მართლმსაჯულება, მაგრამ ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს იმას, რომ მართლმსაჯულება და კანონი აღსრულდეს - ალუდა ღუდუშაური

მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.

მმართველი გუნდის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების აღსრულება, ამასთან, მისივე თქმით, საქართველოში არაერთ საქმეში გასამართლებული მეგის ქარდავას ექსტრადირება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტმაც განაპირობა. 

"ყველასთვის კარგად არის ცნობილი როგორი სისხლიანი რეჟიმის სახე არის ბატონი ქარდავა და ნიშანდობლივი არის, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრის ვიზიტის შემდეგ, რა თქმა უნდა, კარგად გააცნობიერა ყველამ, რომ მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს და ყველა დამნაშავე აგებს კანონის წინაშე პასუხს.

ამიტომ, შეიძლება დროში დაყოვნდეს მართლმსაჯულება, მაგრამ ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაფერხებს იმას, რომ მართლმსაჯულება და კანონი აღსრულდეს," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, 8 წლიანი ძებნის შემდეგ, მეგის ქარდავა საქართველოს გადმოეცა. ქარდავა საქართველოში კიევი-თბილისის რეისით უკვე ჩამოიყვანეს.

ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადირების საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინის სასამართლომ 13 სექტემბერს მიიღო.

დღის ამბები