სალვადორში ათასობით ადამიანი ბიტკოინის ოფიციალურ ვალუტად მიღებას აპროტესტებს.
პრეზიდენტ ნაიბ ბუკელის განცხადებით კი, კრიპტოვალუტის შემოღება ქვეყნის გარეთ მომუშავე მოქალაქეებს ოჯახში ფულის მარტივად გამოგზავნაში დაეხმარება.
დემონსტრანტების პროტესტის მთავარი მიზეზი კრიპტოვალუტის არასტაბილურობაა, მათ ეშინიათ, რომ ეს მათი ქვეყნის ეკონომიკაზე ცუდად იმოქმედებს.
ასევე ინტერნეტში ვრცელდება ფოტოები, როგორ წვავენ აქტივისტები ბიტკოინის გასანაღდებელი თანხის აპარატს. აქციის მონაწილეების მთავარი ლოზუნგი კი ასეთია - "ბუკელი დიქტატორია".
შეგახსენებთ, სალვადორში ბიტკოინი ქვეყნის ოფიციალურ ვალუტად ცოტა ხნის წინ იქცა.
ავტორი: ბაჩი ტყემალაძე