კომპანია "სფეის იქსმა" კოსმოსში მოყვარული ასტრონავტები გაგზავნა. ერთ-ერთი მგზავრი მილიარდერი ჯარედ აიზეკმენია.
მოყვარულ ასტრონავტებს მოგზაურობისთვის 6 თვის განმავლობაში ამზადებდნენ. "ინსფირეიშენ 4 -მა" სტარტი ფლორიდის შტატში მდებარე კენედის კოსმოსური სადგურიდან აიღო.
კოსმოსური ხომალდი "დრაგონი" დედამიწის ირგვლივ 3 დღის განმავლობაში იმოგზაურებს. "სფეის იქსის" ამ ნაბიჯს კოსმოსში კერძო მოგზაურობისთვის ისტორიულ ნაბიჯად აფასებენ.