28 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას - რა წერია ევროპარლამენტის ანგარიშში

"რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და დესტაბილიზაციის მცდელობები საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას," - ამის შესახებ ევროპარლამენტის ანგარიშშია ნათქვამი.

ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების საკითხებზე დოკუმენტი ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს რეკომენდაციებს აძლევს.

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ნაწილში წერია, რომ "2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე ევროკავშირის არასათანადო რეაგირებამ ხელი შეუწყო მოსკოვის შემდგომ აგრესიულ სამხედრო და პოლიტიკურ კამპანიას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონსა და ევროპაში."

"ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ევროკავშირი რუსეთთან ნორმალურ სამუშაო ურთიერთობებს არ უნდა დაუბრუნდეს, მანამ სანამ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ პოლიტიკას და ჰიბრიდულ ომს ევროკავშირის ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წინააღმდეგ და სანამ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები