28 ნოემბერი 2024,   09:53
ვრცლად
"მთავარი არხის" ინფორმაციით, მათი ოპერატორი ქარელში, "ქართული ოცნების" ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს

"მთავარი არხის" ჟურნალისტის, ბექა ყორშიას ინფორმაციით, ოპერატორი, ლევან აბლოთია ქარელში, "ქართული ოცნების" ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

ქარელში, კი ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული.

ჟურნალისტის თქმით, მმართველი პარტიის შტაბში გადამღებ ჯგუფს თავიდანვე აგრესიულად დახვდნენ, იყო ფიზიკური დაპირისპირება.

"ცხადზე ცხადია და ეს კადრებშიც გამოჩნდება, რომ ეს იყო განზრახ მიყენებული დაზიანება. ჩვენი ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოისროლეს, გონება რამდენიმე წამის განმავლობაში დაკარგული ჰქონდა, როდესაც მოვიდა გონს მითხრა, რომ ზურგს ვერ გრძნობდა და ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებდა. ასე გაწირო ადამიანი, მართლა ცხოველი უნდა იყო,"- აცხადებს "მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშია.

ქარელში მომხდარი ინციდენტი, რამდენიმე წუთის წინ, მმართველ გუნდში უარყვეს.

დღის ამბები