28 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
რამდენი მძიმე კოვიდპაციენტია ქვეყანაში და როგორია ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა - ჰოსპიტალური სექტორი კვლავ დატვირთულია

ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების მიუხედავად, საქართველოს მასშტაბით 1400-მდე მძიმე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებებში ისევ რჩება. მათ შორის 350 ხელოვნური სუნთქვის აპარატს საჭიროებს.

შემცირებულია პაციენტების რაოდენობა ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საველე ჰოსპიტალში, თუმცა ინფიცირებულთა 80% ჟანგბადდამოკიდებულია.

ყველზე დიდ პედიატრიულ კლინიკაში ინფიცირებულთა რაოდენობა კი ისევ მაღალია. ციციშვილის სახელობის "ბავშვთა ახალი კლინიკის" რეანიმაციულ განყოფილებაში 19 ბავშვი რჩება, ყველაზე კრიტიკული 45 დღის ახალშობილია. მძიმეა 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობაც.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ვაქცინაციის ტემპების გააქტიურება პირდაპირპროპორციულია სიკვდილიანობის მაჩვენებლების შემცირებასთან.

დღის ამბები