28 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
ვინ დგას ფარული ჩანაწერების გავრცელების უკან და ვინ შეიძლება დაიბარონ პროკურატურაში - არჩევნებამდე 17 დღით ადრე გავრცელებული ფაილების საქმე  

ირაკლი ღარიბაშვილი ფარული აუდიო ჩანაწერების მოპოვება-გავრცელების უკან ოპოზიციის ინტერესებს ხედავს. პრემიერ-მინისტრმა დღეს უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შესაძლო ფაქტებზე ობიექტური გამოძიების პირობა დადო. ღარიბაშვილმა არც ის გამორიცხა, რომ მოკვლევამ შესაძლოა, "ოცნებიდან" ცოტა ხნის წინ წასულების ბრალეულობაც გამოკვეთოს.

პარტიის "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ ამ საქმეზე მათი თანაგუნდელი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დააკავონ. 

​ხელისუფლების ოპონენტები ჩანაწერებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობას მმართველ ძალასა და უსაფრთხოების სამსახურებს აკისრებენ. ოპოზიცია სუს-ის უფროსის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და არსებული ფორმით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებას ითხოვს.

მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ სახელმწიფო და სასულიერო ინსტიტუტების მიზანმიმართული დისკრედიტირება მხოლოდ ოპოზიციის ინტერესებში შედის.

ფარული აუდიო ჩანაწერები ინტერნეტში ორი დღის წინ გავრცელდა. საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.

 



დღის ამბები