2 ადამიანი ემსხვერპლა აფეთქებას უკრაინაში. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთანგან ერთი სამხედროა.
შემთხვევა ქალაქ დნეპრის ცენტრში მოხდა. მედიაში მომხდართან დაკავშირებით ორი ვერსია ვრცელდება.
ერთი ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა გადაჰქონდათ, რა დროსაც ის გააქტიურდა.
მეორე ვერსიით კი, მანქანა დანაღმული იყო. მედიის ინფორმაციით, პოლიცია ტერაქტის ვერსიას არ გამორიცხავს.