28 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება, ხელფასების ზრდა გარდაუვალია - ნათია თურნავა 

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.5 პროცენტით (177.9 ლარით) გაიზარდა და 1,328.0 ლარი შეადგინა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ეკონომიკის გაჯანსაღებასთან ერთად შრომის ანაზღაურების ზრდა გარდაუვალია.

15 და მეტი პროცენტით არის გაზრდილი საშუალო შრომის ანაზღაურება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პრინციპში - გარდაუვალია, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს ინკლუზიური და უფრო მეტად აისახოს თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, ეს უნდა აისახოს შრომის ანაზღაურების ზრდაზეც," - განაცხადა ნათია თურნავამ

დღის ამბები