28 ნოემბერი 2024,   09:55
ვრცლად
ეს აგონიის წინა ბოდვები მიმართულია დესტაბილიზაციის მოწყობისკენ, რომ ადამიანები დააპირისპირონ - რას ამბობენ ენმ-ში კობახიძის ბრალდებებზე 

მორიგი ბრალდება "ნაციონალურ მოძრაობისა" და ორგანიზაცია "სირცხვილიას" მისამართით - "ქართული ოცნება" დაგეგმილ პროვოკაციებზე საუბრობს. უმრავლესობის ბრალდებას უკვე მოჰყვა საპასუხო კომენტარები.

როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" განაცხადეს, ხელისუფლებამ, რომელსაც გამარჯვების შანსი არ აქვს, წინასაარჩევნოდ დაუჯერებელ აბსურდულ თემებზე დაიწყო საუბარი, რაც ადამიანებში დაპირისპირების გამოწვევას ემსახურება.

"მათ უბრალოდ არავითარი შანსი ამ არჩევნებში გამარჯვების არ აქვთ. ამიტომ ახლა ეს აგონიის წინა ბოდვები მიმართულია იქითკენ, რომ რაღაცნაირად მოაწყონ დესტაბილიზაცია, დააპირისპირონ ადამიანები და ისეთ ვერსიებს გვთავაზობენ, რომელიც ჭკუათმყოფელი არცერთი ადამიანისთვის დამაჯერებელი არ არის.

ჩვენ კარგად გვესმის მათი ეს მდგომარეობა და ახლა ვფიქრობთ, რომ ახლა სიმშვიდე არის ის პასუხი, რომელიც მთელ ოპოზიციას უნდა ჰქონდეს ამ სამარცხვინო, დეგრადირებული რეჟიმის მიმართ," - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი ამბობს, რომ თავად პოლიტიკური ოპონენტების ოფისებიდან მიიღეს შიდაპარტიულ ჯგუფებში საუბრის დეტალები. "საჭიროა მსხვერპლი"- ეს არის ერთ ერთი ფრაზა, რაც ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე გააჟღერა და სამართალდამცველებს მიმართა იზრუნონ პროვოკაციების პრევენციაზე.

დღის ამბები