28 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ "ოცნებაში" ყოფნისას ვერ მოვახერხეთ ფუნდამენტი შეგვექმნა, მსგავსი კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო - ბექა ლილუაშვილი

ვინ დგას გავრცელებული ფარული ფაილების უკან - პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ გამოძიება დაწყებულია და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმ ვერსიას, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ყველაფერში ჩართული იყოს ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ან მისი გუნდის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.

გახარიას თანაგუნდელები ფარული ჩანაწერების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. 

"მიუხედავად იმისა, რომ უკვე 8 თვეა ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის პირდაპირი სამიზნე და ყოველდღიურად ხორციელდება მძიმე ზეწოლა ჩვენს მომხრეებზე, მიგვაჩნია, რომ დღეს გვერდით უნდა გადაიდოს პარტიული პოლიტიკური ინტერესები და შევთანხმდეთ ამ ურთულესი პრობლემის გადაჭრის გზებზე.

მესმის, რომ არის ლეგიტიმური კითხვები, რომლებიც, ბუნებრივია, ჩნდება საზოგადოებაში, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ მაშინ, როდესაც "ქართულ ოცნებაში" ვიყავით, საკმარისი რეფორმების გზით ფუნდამენტი შეგვექმნა იმისთვის, რომ მსგავსი კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო და შესაბამისად, პოლიტიკური ანგარიშსწორების ასეთი ფორმები არ ყოფილიყო გამოყენებული,"- აცხადებს პარტიის "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი. 

დღის ამბები