28 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
შეხვედრაზე სააკაშვილს მოვუწოდე, თავი აარიდოს პროვოკაციებს - მარინა კალიურანდი ​

მარინა კალიურანდი მიხეილ სააკაშვილს პროვოკაციებისთვის თავის არიდებისა და საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის საქართველოში წინაასაარჩევნო ვითარების დეპოლარიზაციისთვის გამოიყენებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ევროპარლამენტარი "ტვიტერზე" წერს.

კალიურანდი ერთ-ერთია იმ ევროდეპუტატებს შორის, რომელიც სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. მისივე თქმით, შეხვედრის დროს მან საქართველოს მესამე პრეზიდენტს მოუწოდა პატივი სცეს ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებას 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ.

"ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდე, თავი აარიდოს პროვოკაციებს და საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი საქართველოში წინაასაარჩევნო ვითარების დეპოლარიზაციის ხელშეწყობისთვის გამოიყენოს, პატივი სცეს ეუთო ოდირის გადაწყვეტილებას 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ,"- წერს კალიურანდი.

No description available.

დღის ამბები