28 ნოემბერი 2024,   09:53
ვრცლად
ფარული ჩანაწერების ახალი სკანდალი საქართველოში - რა გამოქვეყნდა და რისი გამოქვეყნება იგეგმება

არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე საქართველოში ფარული ჩანაწერების მორიგი სკანდალი გორდება.

ამჯერად ყველაფერი მაღალი იერარქიის სასულიერო პირების შესახებ და არა მხოლოდ მათზე - მიმოწერები, სატელეფონო საუბრები, პოლიტიკური განწყობები, რუსული კვალი, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია. გასაჯაროებული დოკუმენტების ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს.

დაუცველი ვებგვერდის ბმული, სადაც ფარული ჩანაწერის ათასობით ფაილი იყო ატვირთული, ამ დროისთვის, ინტერნეტში აღარ იძებნება. მასშტაბური ინფორმაცია 2014 წლიდან დღემდე - ეს არის სავარაუდო დრო.

თუმცა, ფაილების ავთენტურობა დადასტურებული არ არის. გამოძიება გენერალურმა პროკურატურამ უკვე დაიწყო. ხელისუფლება ფარული აუდიო ჩანაწერების გამოქვეყნებას სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულებას უწოდებს, ოპოზიცია კი სუსის ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვს.

ამასთან, მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მოსალოდნელია საჯარო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ატვირთა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

დღის ამბები