28 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
კობახიძე: ჩანაწერი, რომლის გავრცელებასაც ფიქრობს ეს გარყვნილი ხალხი, არის შესრულებული შესაბამისი პირის გარემოცვის მხრიდან

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფარული ჩანაწერების გავრცელების გეგმის შესახებ მათ ინფორმაცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა მიაწოდა.

მისივე თქმით, ჩანაწერი, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს, შესრულებულია შესაბამისი პირის გარემოცვის მხრიდან.

"ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად შოკისმომგვრელი და მხოლოდ და მხოლოდ ბოლშევიკს შეუძლია მოუვიდეს აზრად იმ ჩანაწერების გავრცელება, რაზეც მათ აქვთ საუბარი. მათი ოფისიდან ჟონავს ინფორმაცია და ჩვენ სწორედ მათმა წარმომადგენელმა მოგვაწოდა ინფორმაცია ამ გეგმასთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, რომ ამ კონკრეტული ადამიანისთვისაც კი, რომელიც არის გუნდის წევრი, იყო სრულიად შოკისმომგვრელი და მიუღებელი ის ინფორმაცია, გეგმა, რომელიც მოისმინა საკუთარი საკუთარი გუნდის ლიდერების მხრიდან.

ჩვენი მთავარი ამოცანა არის პრევენცია და, აქედან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას კონკრეტული გარყვნილი გეგმის შესახებ, რომელთა დაკავშირებითაც, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს წინასწარ სრული ინფორმაცია. თუ მაინც გაბედავენ ისინი ამ ყველაფრის გაკეთებას, ამ შემთხვევაში მათ გაეცემათ საკადრისი პასუხი.

ერთი დეტალია მნიშვნელოვანი, რომ ის ჩანაწერი, რომლის გავრცელებასაც ფიქრობს ეს გარყვნილი ხალხი, არის შესრულებული შესაბამისი პირის გარემოცვის მხრიდან. შესაბამისად, ყოველგვარი აპელირება თარიღთან დაკავშირებით, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. სწორედ ეს წერია გვარამიას და ტრაპაიძის განცხადებებში რომ მითითება რაღაცნაირად თარიღზე. ვინც ფიგურირებს ჩანაწერებში იმის გარემოცვის მიერ არის გაკეთებული ჩანაწერი, რაზეც გვაქვს ჩვენ კონკრეტული ინფორმაცია და ამ კონკრეტულ ინფორმაციას, თუ ასეთი რამე იკადრეს და გაბედეს, რა თქმა უნდა ჩვენ საგამოძიებო ორგანოებს მივაწვდით,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები