28 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
"ყველა მოღალატე, ამ ბინძური შეთქმულების ავტორი თუ თანაავტორი, სამაგალითოდ დაისჯება" - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა და ფარული ჩანაწერები - ურთიერთბრალდებები მძიმდება. უკვე მეორე დღეა განხილვის საგანია მასალა, რომელიც სავარაუდოდ სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

ოპოზიცია უკანონო თვალთვალზე საუბრობს, მმართველი გუნდი კი ჩანაწერებს სწორედ ოპონენტებს, კერძოდ კი "ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირებს.

"შეთქმულება სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ"- ეს შეფასება ეკუთვნის პრემიერ-მინისტრს, რომელმაც არჩევნების შემდეგ ჩანაწერების საქმის ფიგურანტების სამაგალითოდ დასჯის პირობა დადო. 

"პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს არის შეთქმულება სახელმწიფოს და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ. ერთის მხრივ, გამოდიან და ავრცელებენ ამ ჭორ-მართალს, ამ სიცრუეს და მეორეს მხრივ, თითქოს განიცდიან და სოლიდარობას გამოხატავენ ეკლესიის და მღვდელმთავრების მიმართ. ეს არის ძალიან დიდი სიცრუე, ფარისევლობა და მტრობა - დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი.

ამის კადრება, ალბათ, ჩვენც გაგვიკვირდებოდა, მას შემდეგ, რაც ვნახეთ სააკაშვილის ხელწერა და საქმენი, კვლავაც გაოცებულები ვართ ყველანი, რომ ყველაფერზე მიდიან ეს ადამიანები.

დღეს, ისე, როგორც არასდროს არსებობს ძალიან ძლიერი და მტკიცე ერთობა მთავრობასა და ეკლესიას შორის და ეს ასე იქნება ყოველთვის. პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, ის ყველა ვერსიას დაამუშავებს და არჩევნების შემდეგ, ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ყველა მოღალატე და ამ ბინძური შეთქმულების ავტორი თუ თანაავტორი სამაგალითოდ დაისჯება,"- აცხადებს პრემიერი. 

დღის ამბები