28 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
ამ კადრების გავრცელება, თუ ვინმეს ინტერესებშია, მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ავის მოსურნეა - ნუგზარ წიკლაური ფარულ ჩანაწერებზე 

ვის ინტერესებში შედის ფარული მასალებს გასაჯაროება - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ მსგავსი ფაილების გასაჯაროება დიქტატურული რეჟიმებისთვის არის დამახასიათებელი, რაც სახელმწიფოს დასუსტებას უწყობს ხელს.

"ეს არის ქართული სახელმწიფოს დაუძლურება და დასუსტება, ეს არის დისფუნქციურობის კიდევ ერთი გამოხატულება და თუ ვინმეს ინტერესებშია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ავის მოსურნე ჩვენი ქვეყნის. 

ფაქტია, რომ ხელისუფლებამ გადაიღო ეს ფაქტია, რომ თვალთვალი მიმდინარეობდა ათასობით ადამიანზე, ასევე გვესმის ცნობები, რომ უახლოეს ხანში იგეგმება სხვა ფაილების გამოქვეყნების და ვხედავთ, რომ ეს არის ტოტალური თვალთვალი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დიქტატურებისთვის არის დამახასიათებელი,"-განაცხადა "დღის კურიერში" ნუგზარ წიკლაურმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები