28 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
მეგის ქარდავას საქართველოს გადმოსცემენ - კიევის სასამართლომ ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

კიევის სასამართლომ ძალაში დატოვა იუსტიციის სამინისტროს ბრძანება საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ. ინფორმაციას უკრაინაში საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფი მეგის ქარდავას ადვოკატი ადასტურებს.

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ყოფილ მაღალჩინოსანს ქართულ მართლმსაჯულებას უახლოეს დღეებში გადმოსცემენ. საქართველოში მეგის ქარდავა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს, მათ შორის საუბარია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობაზე, ასევე წამებისა და არადაამიანური მოპყრობის რამდენიმე ეპიზოდზე.

საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვს. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში. 

დღის ამბები