აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე, კონფლიქტის ზონაში 1 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.
უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ბოლო 24 საათში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 12-ჯერ დაარღვიეს. მათივე ცნობით, მოწინააღმდეგემ სხვადასხვა სახის ყუმბარმტყორცნი და ტყვიამფრქვევი გამოიყენა.