28 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
ნიგერიაში პირველ სექტემბერს გატაცებული 75 მოსწავლე გაათავისუფლეს

ნიგერიაში პირველ სექტემბერს გატაცებული 75 მოსწავლე გაათავისუფლეს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ბავშვების გათავისუფლება სამხედროებმა შეძლეს.

მთავრობას გამტაცებლებისთვის გამოსასყიდი არ გადაუხდია. გუბერნატორმა გათავისუფლებული მოსწავლეების ფოტოები გაავრცელა.

მოზარდები შეიარაღებულმა პირებმა ერთ-ერთი სოფლის სკოლიდან აიყვანეს. ნიგერიაში მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში კრიმინალურმა დაჯგუფებებმა 100-ზე მეტი ბავშვი გაიტაცეს.

დღის ამბები