28 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
თბილისის დიდ ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

"თელასი" მოსახლეობას ელექტროენერგიის შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს - სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 13 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, დაბა კიკეთის, წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ყიფშიძის, გაბაშვილის, წყნეთისა და ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩების მოსახლეობას. 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონისა და ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაჩაბლისა და ლეონიძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირისა და შოთა ნადირაშვილის ქუჩის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზის, ჯუმბერ ლეჟავასა და მამისაანთუბნის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის ქუჩის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის II მიკრორაიონის III კვარტლის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ივანე გვარამაძის, ივანე ბერიტაშვილის, ლეო კვაჭაძის, მზია ერისთავის, ნიკოლოზ დგებუაძისა და ინტენსიფიკაციის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მოსახლეობას. 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, პეტრე ქავთარაძის, მიხეილ თამარაშვილის, მარიკა ბარათაშვილის, ედიშერ მაღალაშვილის, უნივერსიტეტის, გიორგი გეგეჭკორის, კალისტრატე ქუთათელაძის, ოთარ ლორთქიფანიძის, მედეა ჩახავასა და ოთარ ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის, ლუბლიანასა და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამტრედიის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IIIა, IV, V მიკრორაიონების, ნანეიშვილისა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. 

დღის ამბები