ჩრდილოეთ კორეამ ახალი შორი დისტანციის რაკეტები გამოსცადა. ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
ანალიტიკოსების შეფასებით, შესაძლოა, ეს ქვეყნის პირველი იარაღი იყოს ბირთვული შესაძლებლობებით. რაკეტების შექმნაზე ჩრდილოეთ კორეაში ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. სანამ მიზანს მიაღწევდნენ, რაკეტებმა 1500 კილომეტრის მანძილი იფრინეს.