მსოფლიოში სწრაფად გავრცელებადი დელტა შტამის გამო ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება.
ვირუსის გავრცელების მიხედვით, პირველ ადგილზე კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც საავადმყოფოები რესურსების ამოწურვის ზღვარზეა.
ვაშინგტონში მასობრივ შეკრებებზე პირბადის ტარება ხვალიდან სავალდებულო ხდება.
შეზღუდვები მკაცრდება ჩინეთის სამხრეთ ნაწილშიც, სადაც კაფეები, ბარები და კინოთეატრები დაიკეტა.
საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ ავსტრალიაში, სადაც ლოქდაუნის მიუხედავად, ვირუსის მზარდი მაჩვენებელი ფიქსირდება.
გაერთიანებული სამეფო კი, სექტემრბის ბოლოდან საზოგადოებისთვის ბუსტერ დოზების შეთავაზებას გეგმავს.
ავტორები: თიკო ცერცვაძე, თამუნა ხონელიძე