28 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში რომის პაპთან შეხვედრის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც პაპს სთხოვა, "არ დაუშვას ქრისტიანული უნგრეთის დაღუპვა"

რომის პაპი უნგრეთს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში იგი ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში რომის პაპთან შეხვედრის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც პაპს სთხოვა, "არ დაუშვას ქრისტიანული უნგრეთის დაღუპვა“.

რომის პაპსა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა დახურული იყო, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მათ შორის განხილვის მთავარი თემა მიგრანტების საკითხი იყო.

როგორც ცნობილია, ვიქტორ ორბანი ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტების მიღების წინაღმდეგია, პაპ ფრანცისკეს კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გასხხვავებული მოსაზრება აქვს.

როგორც ვატიკანის განცხადებაშია ნათქვამი, განხილულ თემებს შორის ქვეყანაში ეკლესიის როლი, გარემოს დაცვის ვალდებულება, ოჯახის დაცვა და ხელშეწყობა იყო.

დღის ამბები