28 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება მკაცრად გაკონტროლდება - კახა კალაძე

თითქმის ერთთვიანი შეზღუდვის შემდეგ, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა ხვალიდან განახლდება. თავდაპირველად, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვა ორი კვირის ვადით დააწესა, თუმცა ეპიდვითარების გათვალისწინებით, მოძრაობის აღდგენა გადავადდა.

უკვე დღევანდელი მონაცემების და კლების ტენდენციის გათვალისწინებით, ტრანსპორტის მუშაობა შესაძლებელი გახდა. რისკების დაზღვევის მიზნით მერია ტრანსპორტის გადაადგილების განრიგში გარკვეული ცვლილებების შეტანას გეგმავს.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადის ტარების წესი მკაცრად გაკონტროლდება. 

"ხვალიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რეგულაციებს რაც შეეხება, პირბადის ტარება მკაცრად იქნება გაკონტროლებული. თქვენ იცით, რომ თუ მგზავრს პირბადე არ აქვს, ავტობუსში არავითარ შემთხვევაში არ დაიშვება, ასევე იქნება მიკროავტობუსსა და მეტროში. მაქსიმალურად მივაწვდით იმ ადამიანებს პირბადეებს და მოწოდებები იქნება, რომ პირბადეებით მგზავრობა იყოს შესაძლებელი,"- განაცხადა მერმა.

დღის ამბები