28 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
იმუნიზაციის წახალისებისთვის ქვეყნის მასშტაბით მობილურ ამცრელ ჯგუფებს ამატებენ

ქვეყანაში "კოვიდ 19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა რაოდენობა მილიონნახევარს უახლოვდება, თუმცა ეს დამაკმაყოფილებელი ნიშნული არ არის. იმუნიზაციის წახალისებისთვის ქვეყნის მასშტაბით მობილურ ამცრელ ჯგუფებს ამატებენ.

მაგალითად, თბილისსა და რუსთავში 13 ასეთი მოძრავი ვაქცინაციის პუნქტი მუშაობს. იმუნიზაციის მსურველებს სამი დასახელების ვაქცინის, Pfizer-ის, Sinovac-ის და Sinopharm-ის გაკეთება შეუძლიათ.

მოძრავი ამცრელი პუნქტები ფუნქციონირებს რეგიონებშიც. მაგალითად, ზუგდიდში ერთი ასეთი პუნქტი მოქმედებს. 

"ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია მოძრავი ამცრელი პუნქტი, ერთი კვირაა, რაც დავიწყეთ ეს კაპმანია, ადგილზე მივდივართ და ვცრით ჩვენს მოსახლეობას. Pfizer-ის, Sinovac-ის და Sinopharm-ის ვაქცინების როგორც პირველი, ისე მეორე დოზებით. ჩვენი ამცრელი პუნქტი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და მოწყობილობით,"- აცხადებს ეპიდემიოლოგი ნათია გვაძაბია.

ამავე თემაზე
დღის ამბები