28 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
სისხლის სამართლის რა მუხლები აქვს წაყენებული ავსტრალიელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს - რაფაელ მურსაკულოვის სასამართლო

ავსტრალიელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

33 წლის რაფაელ მურსაკულოვს წაყენებული აქვს ორი მუხლი: ყაჩაღობა და განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, რაც იმას ნიშნავს, რომ მკვლელობის მოტივი ცნობილია. გამოძიებით დადგენილია, რომ  მამაკაცმა ავსტრალიელი ქალის მოკვლა ყაჩაღობის გაადვილების მიზნით გადაწყვიტა. მკვლელმა შანაი ბრუკს ჯერ კისრის არეში მიაყენა ჭრილობა, შემდეგ კი გაგუდა.

დღეს საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომას ბრალდებულიც ესწრებოდა, თუმცა დუმილის უფლებით ისარგებლა.

ადვოკატი, რომელიც დღეს ბრალდებულის დარბაზიდან თავისუფლებას ითხოვდა, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მას ასევე სურს, რომ საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

მკვლელობის გახსნის შემდეგ "კურიერი" ეცადა დაკავშირებოდა გარდაცვლილი ავსტრალიელი პედაგოგის ოჯახს, თუმცა დაზარალებულებს საკითხზე საჯარო საუბარი, ამ ეტაპზე, არ სურთ. დღესვე მათ მიიღეს წინადადება, რომ შანაი ბრუკის ცხედრის გადასვენების ხარჯებს საქართველოს მთავრობა აანაზღაურებს.

დღის ამბები