28 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
არ არსებობს სხვა გამოწვევა, გარდა ოკუპაციისა, სიღარიბისა და უმუშევრობის - ირაკლი ღარიბაშვილი

"ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას მცხეთა-მთიანეთში განაგრძობს. დუშეთის მერობის კანდიდატი მანანა ნარიმანიძე, ტრადიციულად, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. 

"ის, რომ ხელშესახებია პროგრესი და ძალიან ბევრი სიკეთე მოიტანა "ქართულმა ოცნებამ", ამაზე აღარავინ დავობს, გარდა ჩვენი უპასუხისმგებლო ოპონენტებისა. ადამიანისთვის სტაბილურობის განცდას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ყველა ადამიანს სჭირდება, რა თქმა უნდა, კეთილდღეობა, კარგი სამსახური, კარგი შემოსავალი, განათლება, ხარისხიანი ჯანდაცვა და ზოგადი მშვიდი ვითარება ქვეყანაში, იმისთვის, რომ დავგეგმოთ უკეთესი ხვალინდელი დღე.

მოქალაქეების ჩაგვრა და უსამართლობა იყო ჩვენი ცხოვრების ნაწილი. მე ვახსენე პროგნოზირებადობა და სტაბილურობის განცდა - სწორედ ეს განცდა მოიტანა "ქართულმა ოცნებამ."

მთავარი გამოწვევა ჩვენი ხალხის, არის უმუშევრობა და სიღარიბე. ყველა ის პროგრამა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, არის სწორედ ამ მთავარი მტრის დასამარცხებლად გამიზნული, ჩვენთვის არ არსებობს სხვა გამოწვევა, გარდა ოკუპაციისა, სიღარიბისა და უმუშევრობის,"- განაცხადა პრემიერმა. 

დღის ამბები