28 ნოემბერი 2024,   09:55
ვრცლად
დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლება და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენება - დაკავებულია ორი პირი

დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვა პირების დახმარებით, იტალიის მოქალაქეზე რიცხული ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, გააყალბეს პასპორტი და ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებით, დაირეგისტრირეს სოფელ დიღომში მდებარე მიწის ნაკვეთი.

გამოძიება გრძელდება და ტარდება შესაბამისი ღონისძიებები თანამონაწილე პირების დადგენად. დაკავებულებს კი 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

დღის ამბები