28 ნოემბერი 2024,   09:54
ვრცლად
შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ პირს დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინება

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ პირს დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინება. რაფაელ მურსაკულოვი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს.

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გარდაცვლილთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.

"ბრალის წარდგენამდე შევხვდები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ჩამოვყალიბდებით კიდევ პოზიციებზე და ამის შემდეგ მივიღებთ დროის დადგენის წარდგენაში ოფიციალურად მონაწილეობას. რისთვისაც არის იგი დაკავებული, ამ ფაქტებს იგი არ აღიარებს, იგი დუმილის უფლებას იყენებს, მას არანაირი შეხება გარდაცვლილ ქალბატონთან არ ჰქონია. ნახვითაც კი არასდროს ჰყავს ნანახი,“ - აცხადებს ადვოკატი  სოფიო გოგლიჩიძე.

 

 

 

დღის ამბები