28 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
ყვარელში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის დაკავებულ შალვა მელიქიშვილს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ

ყვარელში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის დაკავებულ შალვა მელიქიშვილს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ. ის ამ დროისთვის კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილზე.

მელიქიშვილი ბანკში გუშინ შეიჭრა, აიყვანა მძევლები და ის სამართალდამცველებმა სამსაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ აიყვანეს.

გამოძიება მას ტერორიზმს, ტერორისტული მიზნით მძევლების აყვანას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. 

დღის ამბები