"თალიბანმა" ავღანეთში შეუთანხმებელი საპროტესტო აქციების გამართვა და ლოზუნგების გამოყენება აკრძალა.
ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი განკარგულებით, "თალიბანი" ოპონენტებს საპროტესტო აქციის გამართვამდე ოფიციალური თანხმობის მოპოვებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აფრთხილებენ, რომ ამას "მძიმე სამართლებრივი შედეგები" მოჰყვება.
როგორც ცნობილია აღნიშნული გადაწყვეტილება დემონსტრანტებსა და თალიბანის მებრძოლებს შორის ძალადობრივ დაპირისპირებებს უკავშირდება.