28 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 14 და 15 დღის ჩვილები მოათავსეს - რა პროგნოზები კეთდება "მიუ" შტამთან დაკავშირებით 

58 გარდაცვლილი, 2455 ახალი შემთხვევა - ასეთია ცოტა ხნის წინ, გამოქვეყნებული კოვიდსტატისტიკაეპიდემიოლოგების შეფასებით, ზოგადად, შემცირების პოზიტიური დინამიკა გრძელდება, თუმცა არსებული ეპიდსიტუაცია მაინც საყურადღებო რჩება.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას კვლავ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ, რათა ქვეყანამ ახალი შტამის გავრცელება თავიდან აირიდოს.

ვირუსის "მიუ" ვარიანტის მასობრივი გავრცელება ჯერჯერობით მსოფლიოში არ ფიქსირდება, თუმცა ის ახლა სპეციალისტების კვლევების მთავარი საგანია.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკაში კორონავირუსული ინფექციით 14 და 15 დღის ჩვილები მოათავსეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

"მომართვიანობა შემცირდა შედარებით, პრაქტიკულად განახევრებულია. თუ 20 შემოდიოდა, საშუალოდ 10-12 შემოდის. ამჟამად ადგილები კლინიკაში არის თავისუფალი.

რეანიმაციაში 15 დღის ბავშვი გუშინწინ შემოვიდა შემოვიდა ჩვენთან. ოჯახური კონტაქტის შედეგად არის დაავადებული კორონავირუსული ინფექციით დედასთან ერთად. დედასაც აქვს კორონავირუსული ინფექცია. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

გარდა ამისა 14 დღის ბავშვიც შემოვიდა გუშინ, ისიც ოჯახური კონტაქტით არის დაავადებული. იმის მდგომარეობაც მსუბუქია," - აცხადებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მედიცინის დოქტორი მაია ჩხაიძე.

დღის ამბები