ერთი ადამიანი დაიღუპა ინდოეთში გემის ჩაძირვის შედეგად. ამ დრომდე ეძებენ ათობით დაკარგულს. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მოხდა.
მდინარეში მცურავი ორი გემი, რომლებსაც საერთო ჯამში 120 ადამიანი გადაჰყავდა ერთმანეთს შეეჯახა. მაშველებმა 42 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი და გარდაცვლილების ოჯახს მიუსამძიმრა.