28 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
"არავის ვთვლი კოლეგად, ვინც რუსეთზე მუშაობს" - თაკო ჩარკვიანი გიორგი გახარიაზე

"ღამის კურიერში" დასმულ შეკითხვას, თვლის თუ არა პარლამენტის წევრი, პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი გიორგი გახარიას კოლეგად - თაკო ჩარკვიანმა უპასუხა, რომ არა. აქვე ჩარკვიანმა ისიც თქვა, რომ ის კოლეგად არავის თვლის, ვინც "რუსეთზე მუშაობს" და მაგალითად ე.წ "გავრილოვის ღამე" გაიხსენა. 

"არავითარ შემთხვევაში არ ვთვლი გახარიას კოლეგად, არავის ვთვლი მე კოლეგად, ვინც რუსეთზე მუშაობს. გავრილოვის სავარძელში ჩამსმელია გახარია, მან პატრიოტებს თვალები დათხარა და ამაზე პასუხისმგებლობა არ აიღო. მაინცდამაინც პირდაპირ უნდა ვნახოთ, როგორც ვასაძე დუგინს როგორ ელაპარაკება?"- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

დღის ამბები