28 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
მსოფლიოში COVID-19-ის ახალი ვარიანტი გამოჩნდა - "მიუ" შტამი უკვე 40-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა

კორონავირუსის "მიუ" შტამი უკვე საქართველოს საზღვრებთან არის. COVID-19-ის ახალი მუტაცია, სულ მცირე 40 ქვეყანაშია დაფიქსირებული, მათ შორის თურქეთშიც. თუმცა, თურქეთში მოსახლეობის 80% ერთი დოზით მაინც არის აცრილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია "მიუს" ინტერესის შტამს უწოდებს, მაშინ, როდესაც დელტა, ალფა ან ბეტა შტამები საზოგადოებისთვის სახიფათოდ არის შეფასებული.

მიუხედავდ იმისა, რომ "მიუ" შტამი კოლუმბიაში ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში აღმოაჩინეს, ის გავრცელების თვალსაზრისით არც კი შეედრება დელტას, რომელიც ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში დომინირებს.

თანაფარდობა ჯერჯერობით ასეთია: ყოველ ათას ინფიცირებულში "მიუ" შტამის მატარებელია ორი. თუმცა ჯერ კიდევ დასადგენია, არის თუ არა მორიგი ახალი შტამი უფრო სახიფათო, უფრო გადამდები ან უფრო მომაკვდინებელი.

B1.621 - მეცნიერები ამ სახელით მოიხსენიებენ კორონავირუსის ახალ სახეშეცვლილ ვარიანტს ე.წ. მიუ შტამს, რომელსაც ჯაჭ­ვუ­რი გავ­რცე­ლე­ბა და გა­და­ცე­მის დიდი ინტენსივობა ახა­სი­ა­თებს.

ე.წ. მიუ შტამი 7 თვეში 39 ქვეყანაში გავრცელდა. მათ შორის საქართველოს მეზობელ თურქეთში რამდენიმე ინფიცირების შემთხვევა უკვე გამოვლინდა. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ამ ეტაპზე B1.621-ის ფაქტები ქვეყნის შიგნით გამოვლენილი იყოს.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგიც თეორიულ დონეზე სხვა შტამების არსებობას არ გამორიცხავს, თუმცა ლუგარი მუდმივ რეჟიმში COVID-19-ის სხვადასხვა ვარიანტების მიმართ ლაბორატორიულ მონიტორინგს ახორციელებს. ოფიციალურად, საქართველოში ე.წ. მიუ შტამის შემთხვევა დადასტურებული ამ ეტაპზე არ არის.

უკვე არსებული მონაცემებით, COVID-19-ის ახალი ევოლუციური შტამი გვერდს უვლის ანტისხეულებს და ვირუსგადატანილი ადამიანის იმუნიტეტს არ ცნობს.

პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს კვლევები უკვე არსებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს რამდენად შეუძლია დაფაროს და ეფექტური იყოს ახალი ვარიანტის მიმართ. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სისტემა ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად არის. მთავარია განისაზღვროს ის ასაკობრივი ჯგუფი, თუ ვისთვის იქნება უფრო მეტი რისკის შემცველი B1.621

SARS.COV.2 -ის ახალ ევოლუციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 30 აგვისტოდან აკვირდება. თავდაპირველად ე.წ. მიუ შტამი კოლუმბიაში დადასტურდა. ახლა უკვე სამხრეთ აფრიკის, ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ია გავრცელებული. სპეციალისტები ამბობენ, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ვაქცინირებული, მით უფრო ნაკლებია ვირუსით დაზიანების შანსი.

დღის ამბები