28 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
60 წელს ზემოთ მოქალაქეებში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია - როგორ აპირებს სახელმწიფო მოქალაქეების ვაქცინაციაში დარწმუნებას

60 წელს ზემოთ მოქალაქეებში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი - ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელიც დღეს იმუნიზაციის საბჭოზე განიხილეს. ამ ასაკობრივ ჯგუფში გარდაცვალებისა და ჰოსპიტალიზაციის გაზრდილი შემთხვევების გამო, ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან ოჯახის ექიმები პენსიონერებთან საინფორმაციო შეხვედრებსაც გამართავენ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც იმუნიზაციის საბჭოზე განიხილეს, მოზარდთა ვაქცინაციაა. პედიატრების მთავარი რეკომენდაცია რისკ ჯგუფში მყოფი ყველა იმ ბავშვის აცრაა, რომლებისთვისაც ინფექცია შესაძლოა, გართულებებთან იყოს დაკავშირებული.

საქართველოში ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დედაქალაქში ფიქსირდება. ქვეყანაში არსებულ ვაქცინებს, შაბათიდან წითელი ჯვრისგან ნაჩუქარი ასი ათასი "სინოფარმის" დოზა დაემატება.

დღის ამბები