28 ნოემბერი 2024,   09:53
ვრცლად
თბილისში მომხდარი გახმაურებული მკვლელობა გახსნილია - რა ვიცით შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ

თბილისში მომხდარი გახმაურებული მკვლელობა გახსნილია. ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე, საქართველოს მოქალაქეა დაკავებული. მისი ვინაობა "კურიერმა" ექსკლუზიურად გაარკვია: 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი, რომლის მოტივზეც ჯერ გამოძიება არ საუბრობს, თუმცა დანაშაული კვალიფიცირდება როგორც განზრახ მკვლელობა.

სოციალურ ქსელში მას არაერთხელ აქვს მონიშნული ლოკაციად "ვერა" - გოგებაშვილის ქუჩა, სწორედ ამ ქუჩაზე ცხოვრობდა უცხოელი პედაგოგი.

გამოძიების ინფორმაციით, გენეტიკური ექსპერტიზა ჩაუტარდა ათეულობით პირს, გადამოწმდა მათი ალიბი და სხვა, არაერთი საგამოძიებო მოქმედების შემდეგ, საბოლოოდ მინიმუმამდე შემცირდა დანაშაულთან სავარაუდო შემხებლობაში მყოფი პირების ჩამონათვალი.

მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა, გენეტიკური ექსპერტიზით დადასტურდა.

დაკავებულს საზოგადოებრივი დამცველი იცავს, რომელიც განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს ჯერ არ შეხვედრია. ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ.

რაფაელ მურსაკულოვს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 7-15 წლამდე პატიმრობა ელის.

დღის ამბები