28 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
"ლელოს" მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა იპოდრომთან, მოსახლეობასთან შეხვედრისას ქალაქის განვითარების ხედვებზე ისაუბრა

"ლელოს" მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა იპოდრომთან, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს ქალაქის პრობლემებსა და თბილისში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

როგორც თავად აღნიშნავს, თბილისის გენერალურ გეგმაში მნიშვნელოვანი პროექტები არ არის ასახული. მისივე თქმით, იპოდრომის პროექტი არის მაგალითი იმის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს კახა კალაძეს თბილისის მიმართ. 

"თბილისის განვითარება არანაირად არ ასახავს არც ევროპული ქალაქის განვითარებას, თბილისის განვითარება არ პასუხობს არც გენერალურ გეგმას. ყველა გადაწყვეტილება არის მიღებული შერჩევითობით. თბილისის გენერალურ გეგმაში არ არის არც რკინიგზის გადატანის კონცეფცია, არც ელიავას განვითარების კონცეფცია და მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ქალაქისთვის იყო საჭირბოროტო მნიშვნელობის," - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა პარტიიდან ”ლელო საქართველოსთვის" ანა ბიბილაშვილმა.

დღის ამბები