რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი წვრთნების დროს გარდაიცვალა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ევგენი ზინიჩევი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის დროს დაიღუპა. ის ნორილსკში უწყებათაშორის წვრთნებში მონაწილეობდა.
ევგენი ზინიჩევი საგანგებო სიტუაციების მინისტრის თანამდებობაზე 2018 წლის მაისში დაინიშნა.