28 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
ამერიკელ კონგრესმენებს გიორგი ვაშაძემ წინასაარჩევნო გარემოზე და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია

საქართველოში მყოფ ამერიკელ კონგრესმენებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე, პოლიტიკური პლატფორმა "მესამე ძალის" ლიდერი გიორგი ვაშაძე შეხვდა. შეხვედრაზე ვაშაძემ კონგრესმენებს წინასაარჩევნო გარემოსა და არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია. განიხილეს სხვა საკითხებიც.

"შეხვედრა იყო კონგრესმენებთან, ვისაუბრეთ იმ მძიმე ვითარებაზე, რაც ქვეყანაშია. რეფორმებზე, რომელიც საქართველოს სჭირდება, არჩევნებზე, რომელიც არის მნიშვნელოვანი საქართველოს დასავლური არჩევანისთვის და რაც მთავარია, იმ პოლარიზებულ გარემოზე, რომელიც უნდა დასრულდეს და მესამე ძალის იდეაზე, იდეაზე, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავარღვიოთ ეს ორპოლუსიანი, მოჯადოებული წრე," - აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

 

დღის ამბები