28 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
ნიკოლ ფაშინიანი თბილისშია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია.

ამ წუთებში ნიკოლ ფაშინიანი მთავრობის კანცელარიაში იმყოფება, სადაც მას საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს. 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრემიერმინისტრი შეხვედრებს გამართავს საქარველოს პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან.

სომხეთის დელეგაციაშია ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, რომელიც დღეს თავის ქართველ კოლეგას შეხვდება.

დღის ამბები