28 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
"შაბათს 100 000 დოზა Sinopharm-ს მივიღებთ" - როდის შეძლებენ მოქალაქები აღნიშნულ ვაქცინაზე რეგისტრაციას 

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, წითელი ჯვარი საქართველოს შაბათს 100 000 დოზა Sinopharm-ს საჩუქრად გადასცემს.

მინისტრის განცხადებით, ორშაბათს უკვე შესაძლებელი იქნება აღნიშნულ ვაქცინაზე რეგისტრაცია.

"გვაქვს სასიხარულო ამბავი იმ მოქალაქეებისთვის, ვინც კონკრეტულად ირჩევს Sinopharm, მე მადლობა მინდა გადავუხადო წითელ ჯვარს, რომლისგანაც ჩვენ 100 000 დოზა Sinopharm-ს შაბათს საჩუქრად მივიღებთ, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ორშაბათიდან კვლავ განახლდეს Sinopharm-ზე როგორც რეგისტრაცია, ასევე რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია და ჩვენ კვლავ ვრჩებით საკმაოდ ფართო ასორტიმენტით ვაქცინაციის მიწოდების კომპონენტში," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები