ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე სამი მოწმე გამოიკითხა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე 15 აპრილს დააკავა. მანამდე 2017 წლიდან ამ საქმეში ის მხოლოდ მოწმის სტატუსით იყო. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.
გიორგი მენაბდე მის მიმართ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
გიორგი მენაბდის ადვოკატი, დავით დადიანი აცხადებს, რომ სხდომაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობაზე მოწმეებს არ უსაუბრიათ.