თურქეთში კორონავირუსის "მიუ" ვარიანტის 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყნაში ამ დრომდე დომინანტი დელტა შტამია.
ფაჰრეტინ კოჩამ ახალი ვარიანტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, პანდემიამ ქვეყანაში 2020 წლის მარტის შემდეგ 52 000-ზე მეტი სიცოცხლე იმსხვერპლა.
"მიუ" ვარიანტი გასულ თვეში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიჩნია, როგორც "ინტერესის ვარიანტი". ის პირველად კოლუმბიაში აღმოაჩინეს ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში, შემდეგ კი ეკვადორში გავრცელდა.
ჯანმომ შეშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ვაქცინა ამ შტამთან არ მუშაობდეს.