28 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 13 სექტემბრიდან აღდგება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 13 სექტემბრიდან აღდგება - გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

როგორც საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის გარდა, ყველა სხვა შეზღუდვა ძალაში რჩება.

"უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ 13 სექტემბრიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ყველა სხვა შეზღუდვა ამ ეტაპზე ძალაში რჩება," - განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

დღის ამბები