28 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
ხუთი კონგრესმენის 4 დღიანი ვიზიტი საქართველოში - ვაშინგტონის გზავნილები და ამერიკელი კანონმდებლების ღია მხარდაჭერა 

საქართველოში შეერთებული შტატების კონგრესის 5 კაციანი დელეგაცია ჩამოვიდა. პირველი დღე პრემიერთან შეხვედრასა და ოკუპაციას დაეთმო, თუმცა ოთხდღიანი ვიზიტის მიზანი სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაა.

საქართველო შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიული პარტნიორია - ვაშინგტონის ეს გზავნილი კონგრესმენებმა ოფიციალურ თბილისს პრემიერ მინისტრთან აუდიენციაზე კიდევ ერთხელ უთხრეს. აღინიშნა ისიც, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქვეყანას ინსტიტუტების გაძლიერების, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით. თავის მხრივ, ოფიციალური თბილისი პირობას დებს, რომ დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობით რეფორმების განხორციელებას განაგრძობს.

კონგრესმენების 4 დღიანი ვიზიტის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს.

კონგრესმენები ვიზიტის პირველ დღეს წეროვანშიც ჩავიდნენ. 

ვიზიტის მთავარ მიზნად, რომელიც აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერაა ორგანიზებული, ქვეყნის მხარდაჭერა განისაზღვრა.  

დღის ამბები